aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ხაზარაძე: მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს, სასწრაფოდ ჩამოხსნან ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია ლელო-საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს კომპანიის მფლობელებს, რომ სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები სასწრაფოდ ჩამოხსნან.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, არჩევნები დაძაბულობისა და დაპირისპირების კერად არ უნდა გადაიქცეს.

“სარეკლამო კომპანია “ალმა თბს” 1994 წელს დავაარსეთ  ბერძნულ კომპანიასთან ერთად. ალბათ გახსოვთ ჩაბნელებულ ქალაქში პირველი განათებული ავტობუსის გაჩერებები, თანამედროვე სარეკლამო დაფები, ბილბორდები და სხვა.

ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ბანერებსა და ბილბორდებზე ბიზნესისა და ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის მაჩვენებელი მასალა გასულიყო. მრავალი წლის წინ “თბს ჯგუფი” გამოვიდა ამ ბიზნესიდან,

დღეს ამ სარეკლამო დაფებზე ძალადობრივი  და სისხლიანი სურათებია, ეს მიუღებელია! მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები! ამას ჩვენი შვილები უყურებენ. ნუ შევაჩვევთ მათ სიძულვილის ენას, ნუ გადავაქცევთ ამ არჩევნებს კიდევ უფრო დიდი დაძაბულობისა და დაპირისპირების  კერად…”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული.

იტვირთბა....