საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ოცნების ფასი ნულია.
მისივე თქმით, დღეს 20 ივნისს დაშავებული პოლიციელები არავის ახსოვს.
“მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს და ინსტუტუტებს იცავდა იქ, ჩვენთან ერთად, ბოდიში მოვუხადო და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო. მინდა ვუთხრა მათ, რომ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა. არავის აღარ ახსოვს დაზარალებული პოლიციელები. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ოცნება“ „განაცდა“. მეტი არაფერი იყო ეს. დღეს „ოცნება“ რომ ქართული არაა მივხვდი, მაგრამ ეს „ოცნება“ „ნაცური“ გახდა”, – ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის 20 ივნისს გიორგი გახარიამ ხალხს თვალები დათხარა.