პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,ქართულ ოცნებაში ყველა კრიზისი გახარიამ შექმნა, რომელშიც მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა.
“ქართულ ოცნებაში ყველა კრიზისი გახარიამ შექმნა, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. პირველი კრიზისი ეს იყო კლუბებში რომ შევარდა – პოლიციელები აცემინა, გამოვარდა და ვიღაცებს ვითომ მერე ბოდიში მოუხადა.
მეორე მთავარი კრიზისი – ჩაიყვანა პანკისში სპეცრაზმი – აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, უგუნური ქმედება. ლამის შუღლი და უბედურება გამოიწვია ფართომასშტაბიანი. აცემინა ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები.
მერე იყო 20 ივნისი, გავრილოვის ღამე, რომელიც, რა თქმა უნდა, მაგის ჩავარდნაა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არ იყო თბილისში. ვის უნდა გაეკონტროლებინა თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც ვიცე პრემიერი იყო და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. შს მინისტრი იყო, საზღვარს ვინ აკონტროლებს? ვის უნდა გაეკონტროლებინა რომ ეს კაცი ნამყოფი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე? მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. გამოიყვანა გარეთ დამწყები სპეცრაზმელი. […] მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი და ვკითხულობდი, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა” , – განაცხადა ღარიბაშვილმა რუსთავი 2 -ის ეთერში.