aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ თბილისში ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

უწყების ცნობით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე, პოლიცია დაკავების მიზნით ორ პირს ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელს, ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაციის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....