aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში სიკვდილიანობის შემცირება ერთ-ორ კვირაში დაიწყება.

მისივე თქმით, სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როდესაც ვაქცინირებულთა რაოდენობა 50%-ს გადააჭარბებს.

“ჩვენ რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვიყოთ, გვექნებოდა სიკვდილიანობის არა 60-80 შემთხვევა, არამედ 5-6. სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება. სამწუხაროდ, ის მაინც დარჩება რაღაც დონეზე, ვიდრე ქვეყანა სრულად არ იქნება ვაქცინირებული. ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50%-ს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 52 პაციენტი.

იტვირთბა....