aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ბანერები არის მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციისთვის, ვინც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალაქში გამოკრული ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული, მადლიერი ხალხის საჩუქარია მათთვის, ვინც 9 წლის მანძილზე უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.

„ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები ამ საზოგადოებაში, თქვენ ძალიან კარგად იცით, ვინ არიან. ეს არის რადიკალური ოპოზიცია თავისი სამი პარტიული კუთვნილი ტელევიზიით“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული.

იტვირთბა....