aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამიას თქმით, ვაქცინაციის მოწოდების ბილბორდებზე სისხლიანი ბანერები NCDC-ის თანხმობით გაკეთდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, ვაქცინაციის მოწოდების ბილბორდებზე განთავსებული სისხლიანი ბანერები დაავადებათა კონტროლის უშუალო თანხმობით გაკეთდა.

მისივე თქმით, გმირმა მუშკეტერებმა სიძულვილის და ანტიჰუმანურობის სასარგებლოდ უარი თქვეს აცრის ნოქოდებაზე.

“მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მოწოდების ბილბორდებზე რომ გადააკრეს სისხლიანი ბანერები, ეგ რაა იმასთან შედარებით, რომ ამგვარი რამ გაკეთდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უშუალო თანხმობით.

განვმარტავ: დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინაციის სააგიტაციოდ დაქირავებული ქონდა ეს ბანერები წლის ბოლომდე. ეს კონრტრაქტი შეწყვეტას არ ითვალისწინებდა, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ კონტრაქტორი დათანხმდება. ხოდა, ჩვენმა “გმირმა მუშკეტერებმა”უარი თქვეს აცრის მოწოდებაზე, თან უარი თქვეს სიძულვილის და ანტიჰუმანურობის სასარგებლოდ. პირდაპირ, მასობრივი მკვლელობის აქტი ჩაიდინეს.

აქვე დავამატებ, რომ “ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება” ტექსტები ქართული ოცნების მხრიდან სრული ტყუილია. სწორედ სახელმწიფო უწყებამ გასცა თანხმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ბანერების გაკვრაზე.

ps ჩემი აზრით, ყველამ ღიად ბოდიში უნდა მომიხადოთ, ვინც მლანძღავდით ამ ნაძირლების კრიტიკის გამო. სინდისი ვისაც აქვს, ასე უნდა მოიქცეს”, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელიც ვაქცინაციის სააგიტაციოდ განთავსებულ ბანერებზე ზემოდანაა გადაკრული.

იტვირთბა....