საქართველოს 31 წლის მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ ათენში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყნის შრომის მინისტრის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებას ცდილობდა.
ქურდი შრომის მინისტრის საცხოვრებელ სახლთან მყოფმა დაცვის პოლიციამ იმ დროს შემაჩნია, როცა ის ავტომობილში შეღწევას ცდილობდა, რის გამოც ადგილზე სამართალდამცველტა დამატებით ბრიგადა გამოიძახა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სამართალდამცველები კი ვარაუდობენ, რომ ის ადრეც იყო მსგავსი საქმიანობით დაკავებული და არაერთი ძარცვა და ქურდობა უნდა ჰქონდეს ჩადენილი.
წყარო: gurianews.com