ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა – რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩენილი დრო მაია რჩეულიშვილს საპატიოდ ჩაეთვალა.

“პირველს ვიტყვი, რომ ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე, უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა”,- ამბობს რჩეულიშვილი.

მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ამ წლის მარტში დატოვა.

გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

იტვირთბა....