ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

ცენტრ პოინტის დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. ამის შესახებ მეტრონომს მისმა ადვოკატმა განუცხადა.

მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ამ წლის მარტში დატოვა.

გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

იტვირთბა....