ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: გახარიას ჰქონდა საშუალება პანდემია ხისტად ემართა, ღარიბაშვილს არა, თორემ დამიჯერეთ, არავისზე ნაკლებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში გიორგი გახარიასა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პანდემიის მართვის სტილზე ისაუბრა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, გახარიას ჰქონდა საშუალება, რომ პანდემია ხისტად ემართა, ხოლო ღარიბაშვილს არა.

“იმ სტადიაზე, როდესაც ისინი იყვნენ პრემიერები, ორივე იყვნენ მართლები. გახარიას დროს ეკონომიკა ჯერ არ იყო დაზიანებული, დანგრეული და ხალხს არსებობა არ უჭირდა, ამიტომ, მას ჰქონდა საშუალება წასულიყო ხისტ ზომებზე და ის სწორად მოიქცა. როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი, მას სხვა მოცემულობა დახვდა. ხალხს ძალიან უჭირდა, არსებობის საშუალება არ ჰქონდა და მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ხალხი დაღუპულიყო შემოსავლის არქონის გამო, თუ ინფექციის გამო. ღარიბაშვილი იძულებული იყო, რომ შეერბილებინა ღონისძიებები.

თავის დროზე გახარიას ჰქონდა საშუალება ემართა ხისტად, ღარიბაშვილის ამის საშუალება არ ჰქონდა, თორემ დამიჯერეთ, არავისზე ნაკლებია ღარიბაშვილი და არავისზე ნაკლები სურვილი არ ჰქონდა რომ ხისტად ემართა. მისი პრემიერობის დროს ხისტი მართვა საბოლოოდ მოკლავდა ეკონომიკას და ამაზე ვერ წავიდა. ვეთანხმები ღარიბაშვილს იმაზე, რომ მან გახარიას ხისტი სტილი შეცვალა ლიბერალური სტილით, ის სწორი იყო”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი პანდემიის მართვას გახარიას სტილში ვერ გააგრძელებდა, რადგან ეკონომიკა მოკვდებოდა.

იტვირთბა....