ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე გახარიაზე: სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა.

მისივე თქმით, გახარიაზე დიდხანს ლაპარაკი არ ღირს, რადგან მან აქტუალობა უკვე დაკარგა.

“ყველაზე კრიტიკულ მომენტში კაცმა გაყიდა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ასეთი პრემიერი გვყავდა. თუ ამაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზეც ვიღებთ. ეს კაცი არის მატყუარა, მოღალატე და არ აქვს კაცობის ნიშანწყალი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ კახი კალაძეს პირდაპირ დაუპირისპირდა ისეთ კონკურენციაში, სადაც მეორე ადგილის აღების შანსიც არ აქვს. დიდხანს ამ კაცზე ლაპარაკი არ ღირს, მან დაკარგა აქტუალობა. ეს არჩევნები არის დაპირისპირება, ისევ და ისევ, სამწუხაროდ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო”, – განაცხადა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, გახარიას არავითარი შანსი არ აქვს, რომ არჩევნებში მეორე ადგილს მიუახლოვდეს.

იტვირთბა....