ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კალიურანდი სუს-ის ჩანაწერებზე: ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ჯაშუშობის ადგილი არ არის.

კალიურანდი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ორგანოსა და ლიდერს, ყველაფერი იღონონ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის.

“მე ვესაუბრებოდი ქართული ოცნებისა და ოპოზიციის პოლიტიკოსებს. მქონდა პირისპირ შეხვედრა ზუმის რეჟიმში. თქვენ გადიხართ წინასაარჩევნო კამპანია. სამწუხაროდ, იგი ახდენს საზოგადოების პოლარიზებას. ჩანაწერები, რომელმაც გაჟონა გუშინ განვიხილეთ ევროპარლამენტში, როდესაც გამოყენებული იყო ეს ჩანაწერები პოლიტიკოსებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.

ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის. ყოველივე ეს ძალიან რთულია. კიდევ უფრო მეტად ხდება ქვეყნის პოლარიზება. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ორგანოსა და ლიდერს, ყველაფერი იღონონ რისი უნარიც გააჩნიათ, რათა მოხდეს სიტუაციის დეპოლარიზაცია საქართველოში, გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანია შესაბამის დონეზე და ჩატარდეს სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები”, – ამბობს კალიურანდი ფორმულასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპატრიარქოზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და დიპლომატებზე მოსმენას აწარმოებდა.

იტვირთბა....