aviabiletebi
მთავარი საზოგადოება ციტატა

გრიგოლია: ჰკითხეთ თქვენს თავს, თქვენი ოცნებები ახდა თუ კობახიძის, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოვიდა პოლიტიკაში

აბა, ჰკითხეთ თქვენს თავს, თქვენი ოცნებები ახდა თუ ირაკლი კობახიძის, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოვიდა პოლიტიკაში, რა პოლიტიკური წარსულიდან, რა პოლიტიკური ბიოგრაფიიდან და რომელიც სხვა საშინელებებთან ერთად ბედავს და ქვეყნის ყველაზე ობიექტურ და სამართლიან ჟურნალისტს, დიანა ტრაპაიძეს გარყვნილს უწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აბა, ჰკითხეთ თქვენს თავს, თქვენი ოცნებები ახდა თუ თქვენი მხარდაჭერით ხელისუფლებაში აღმოჩენილებისა, რომელთა დიდმა ნაწილმა საარაკო სიმდიდრე დააგროვა ამ წლებში. აბა, ჰკითხეთ თქვენს თავს, თქვენი ოცნებები ახდა თუ მათი, ვინც ტელეფონშიც გიძვრებათ, სულშიც, ტვინშიც, საწოლშიც იმისთვის, რომ იცოდეს რა ფიქრობს თუნდაც ერთი ოდნავ კრიტიკული ადამიანი ამ ქვეყანაში

განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში.

იტვირთბა....