ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია არჩევნებამდე ხუხულასავით ჩამოიშლება.
მისივე თქმით, გახარიას პარტია ტყუილით არის შეკოწიწებული.
„ის ტყუილი, რაზეც ეს პოლიტიკური გუნდი ზოგადად არის აწყობილი, დღითიდღე უფრო აშკარა ხდება და ყველა აკეთებს შესაბამის დასკვნებს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ხუხულასავით ჩამოიშლება ეს პარტია, რომელიც ასეთი ტყუილით არის შეკოწიწებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა იმედთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, პარტია საქართველოსთვის აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მათ საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რის გამოც მათი ნაწილი პარტიას ტოვებს.

