მთავარი საზოგადოება

სუს-ი: სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა ის ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადმოსცეს.

ცნობისთვის, ზურაბ დათიაშვილი საქართველოს კონტოლირებადი ტერიტორიიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საქონელს მწყემსავდა.

იტვირთბა....