[su_quote]ივანიშვილის ოცნების რეგრესული მმართველობის პირობებში წარმოშობილი მართვადი ქაოსი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა ბოლო წლებში, რა თქმა უნდა სავალალო და სამწუხაროა, ინგრევა რწმენა, ადამიანები მასობრივად ბრკოლდებიან ეკლესიის და სამღვდელოების მიმართ. მაგრამ ამავე დროს ეს პროცესი არის ბუნებრივი შედეგი საბჭოთა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის 45 წლიანი ამორალური, ანტიკანონიკური საეკლესიო მმართველობის სტილის (ადმინისტრირების): არ აინტერესებდა სამღვდელოების მორალური სისუფთავე, აკურთხებდა და ხარისხებში აჰყავდა აღვირახსნილი მექალთანეები, მამათმავლები, ნარკომანები, უვიცები, კრიმინალები.
ილია მეორისთვის მთავარი იყო მაქსიმალურად შეეფუთა ეს ყველაფერი და ხალხი იდეოლოგიური ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ ჰყოლოდა, სამაგიეროდ გაეძლიერებინა ეკლესია ფინანსური და საკადრო რესურსებით თუნდაც ყველაფრის ხარჯზე, თვით საეკლესიო კანონების ტოტალური უარყოფის და ქრისტეს მცნებების დარღვევის ფასადაც. მაგალითად, მისთვის უფრო მნიშვნელვანი იყო საპატრიარქო სასახლის ანტიკვარიატით და უძვირესი მცენარეებით გამოჭედვა, ან სამების გუმბათის მოოქროვება, ვიდრე ის, თუ ამ გუმბათქვეშ რომელიმე ანაფორიანი სექ*** დაკავდებოდა, ან ნარკოტიკებს მიიღებდა. მიზანი ამართლებს საშუალებას, ამ დევიზით იცხოვრა. მაგრამ რა იყო მიზანი?! საკუთარი ძალაუფლებით, და სიმდიდრის დაგროვებით ტკბობა, მეტი მიზანი მისთვის არ არსებობდა. მან ეკლესია აქცია საკუთარი სურვილების და ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებად[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

