ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძემ სუს-ის შენომბის წინ შკოდას მანქანა დაამტვრია – აქცია პერფორმანსი

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის წინ აქცია პერფორმანსი გამართა. ჯაფარიძემ შკოდას მანქანა დაამტვრია.

ზურაბ ჯაფარიძე ამ პერფორმანსით სავარაუდო სუს-ის მიერ მოსმენები გააპროტესტა.

“აქედან იმართება ეს ქვეყანა, ყველაფერი,  ახლაც ყველაფერი. 2 ოქტომბრის არჩევნებიც  ეს ხალხი არის სისტემა ვინც მართავს. ისინი შემომძვრალი არიან. ყველაფერი იციან, რას ჭამთ , რა გიხარიათ, რითი შეიძელება თქვენი გამოჭერა და დაშანტაჟება”,- ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ facebook-ის ლაივში განაცხადა.

მათივე ლაივიდან ჩანს, რომ აქცია პერფორმანსზე ერთი პირი დააკავეს.

 

იტვირთბა....