aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

გვახარია სუს-ის ჩანაწერებზე: ხელისუფლება ახალ ზღაპრებს თხზავს, საზოგადოებას კი მოსწონს იაფფასიან სერიალში ცხოვრება

“ცრემლიან სათვალეში” ვყვები როგორ დამიბარა კაგებემ ფილარმონიაში(!) დასავლეთ გერმანიაში გამგზავრების წინ 1989 წლის მაისში.

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ!”

ბევრი კი ილაპარაკა, მაგრამ ამ ფრაზამ ტვინი გადამიტრიალა. შენობიდან რომ გამოვედი ვფიქრობდი, ნეტა აფეთქდეს აქაურობა და წყალმა წაიღოს ეს ქვეყანა:(

საბედნიეროდ, გერმანიიდან რომ დავბრუნდი, სულ სხვა ქვეყანა დამხვდა. ფილარმონიაში სახალხო ფრონტის შეხვედრები ეწყობოდა, “კაგებეს ოთახში” კი ხალხი ქართული-საბჭოთა “პროვინციული დიქტატურისგან” განთავისუფლებაზე მსჯელობდა.

ჰოდა ახლა, როცა გაირკვა რომ ყველას უსმენენ, ცხოვრება გრძელდება ისე, ვითომ არაფერი. ხელისუფლება (რომელიც 2013 წელს უკვე გასაგები იყო, რომ აბსოლუტურად “საბჭოთაა”) ყოველდღე ახალ ზღაპრებს თხზავს და საზოგადოებას სწორედაც რომ მოსწონს იაფფასიან სერიალში ცხოვრება.

“მოგვისმინონ, რა მოხდა” – ამას უკვე ის ამბობს, ვისაც აღარაფერი დარჩა საკუთარი.

ღირსება რასაც ქვია, ეგ პირველ რიგში

წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე გოგი გვახარია, რითაც ეხმაურება რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

იტვირთბა....