პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ქვეყანას აზიანებს.
მისივე თქმით, მოსმენის საშუალება ძალიან ბევრ ადამიანსა და ქვეყანას აქვს.
“ქვეყანას აზიანებს მთელი ეს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი, არჩევნებისთვის. აზიანებს ეს ქაოსი და ალიაქოთი, რაც არის ატეხილი.
ეს უნდა დადგინდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა და ა.შ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანაში. უნდა გაერკვიოს, სუს-ი, რა თქმა უნდა, აღკვეთავს, გამოძიება დაწყებული არის და გაირკვევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპატრიარქოს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და დიპლომატებს უსმენდა.

