მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

სააკაშვილი კვარაცხელიას მკვლელობაზე: საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი მომავლისთვის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.

“გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა – ნიკა კვარაცხელია მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის.

ჩემთვის არის პირადად მძიმე დღე. მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში. დაუსჯელობის, გარყვნილობის, თავგასულობის და ამ ყველაფრის წახალისების – საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს! ეს უნდა დასრულდეს! ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს მომვალის!”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელს, ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაციის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იტვირთბა....