ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების ჩანაწერების გავრცელებით “ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს”.
“გაუგებარი ინფორმაცია ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიეების მენეჯმენტის წარმომადგნელები. რატომ ვერ გამოიწვიეს, იცით, ინტერესი? იმიტომ, რომ სისულელეები ვრცელდება. იმდენად უინტერესოა მასალები… ვინმე თუ მაგ ჩანაწერს აკეთებდა, ჯერ ან რატომ უნდა გააკეთო ეგეთი ჩანაწერი – ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას წყალი გაატანა და ა.შ, ამაზე რატომ უნდა გააკეთო ჩანაწერი და მერე, კაი, გააკეთე, რატომ უნდა შეინახო, ეს არის გაუგებარი”, – თქვა კობახიძემ.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

