aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: გუნდში არ გვყავს მოღალატე – სააკაშვილს ავანტიურისტული გეგმის განხორციელება გაუჭირდება

ჩვენ გვქონდა ძალიან რთული მოცემულობა პარტიის შიგნით, ასე გამოვიდა თებერვალში, როდესაც მელიას მიმართ იყო კანონი აღსასრულებელი. გახსოვთ, რომ მაშინ გუნდს უღალატა კონკრეტულმა ადამიანმა. დღეს არც ირაკლი კობახიძე, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც კახა კალაძე, არც ერთი პირი არ არის ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობაში, რომელმაც ასეთი რამ შეიძლება გააკეთოს. გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და აქვს თავისი ღირებულებები. მოღალატე არ არის ამ გუნდში.

aviabiletebi
ავიაბილეთები

აქედან გამომდინარე, ეს არის დამატებითი ფაქტორი, რატომაც ვერ გაბედავს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას. თავის დროზეც, მელიას რომ არ ჰქონოდა რაღაც გარანტიები, ისიც ვერ გაბედავდა სამაჯურის გადაგდებასა და შემდეგ გირაოს არგადახდას. თუ მეხუთე კოლონა არ გყავს გუნდში, ასეთ დროს ძალიან რთულია ასეთი ავანტიურისტული ქმედებების დაგეგმვა. ჩვენ არ გვყავს მოღალატე გუნდში. გუნდი არის ერთიანი, აქვს ღირებულებები, გუნდი არის პრინციპული და აქედან გამომდინარე, ამ მოცემულობაში სააკაშვილს ძალიან გაუჭირდება თავისი ავანტიურისტული გეგმის განხორციელება

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერშ განაცხადა.

იტვირთბა....