ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის სტრუქტურა ერთ კაცზე, ბიძინა ივანიშვილზეა აწყობილი.
მისი თქმით, ივანიშვილის ნებართვის გარეშე ხიდან ფოთოლი არ ვარდება.
„დღეს არის სტრუქტურა ერთ კაცზე აწყობილი. მე გეტყვით ბიძინა ივანიშვილის პერსონის შესახებ როცა ურთიერთობა მქონდა. ეს არის მანიაკალური ლტოლვა ცუდის მოსმენის. ბიძინა როგორი კაცია იცით? ვინმეზე რამეს რომ შეგეკითხება და შენ კარგს ეტყვი იმ ადამიანზე, ეს არ მოსწონს – აუცილებლად ცუდი უნდა ილაპარაკო. აი, ეს არის სრული მორჩილება კომპრომატებით, ადამიანის გაკონტროლება…
არაფერი არ ხდება, ფოთოლი არ ვარდება ხიდან მისი ნებართვის გარეშე. ყველა სრულ მორჩილებაში და მონობაში ჰყავს. როგორ წარმოგიდგენიათ, სუს-ი ამას გაბედავდა? მისი ხელის შეფია ეს ნაძირალა ლილუაშვილი. აუცილებლად მოუწევს ციხეში წასვლა და იქ ხეხვა“, – განაცხადა სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპატრიარქოს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს უსმენდა.

