aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ლელო პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია ლელო პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს.

ამის შესახებ ლელო-საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ოცნების სუსის მიერ უკანონო მოსმენებმა და თვალთვალმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა, ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.

ფრაქცია ,,ლელო” მოითხოვს სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, პრემიერის და სუსის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას“, – წერს ხაზარაძე.

ხაზარაძე იმედოვნებს, მათ ინიციატივას მხარს ყველა საპარლამენტო ოპოზიციიდან დაუჭერენ, რადგან რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო.

იტვირთბა....