aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე: ვფიქრობ, ამ ყველაფრის ღირსები ვართ

გამომიგზავნეს კანონმდებლობა და იმედგაცრუებული დავრჩი… მივმართავ ჩვენ ხელისუფლებას, ვისაც ეხება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ კანონი არის გადასახედი. ის, რაც დღეს მოხდა, ამ დანაშაულს უნდა დაერქვას სახელი…

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ დანაშაულს რა ჰქვია სახელად? მე ვფიქრობ, ჩვენ ღირსები ვართ ამ ყველაფრის. ღირსები ვართ იმიტომ, რომ ჩვენ შესაბამისი შეფასება არ გავაკეთეთ მაგალითად ციხის კადრების გავრცელებისას, რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ ფაქტის ასეთი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება იყო დანაშაული. მე ვფიქრობ, რომ  სისხლის სამართლის კოდექსში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება და ასეთ განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულზე უნდა იყოს უვადო პატიმრობა

ამის შესახებ კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფაილები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპატრიარქოს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ფარულად უსმენდა.

იტვირთბა....