aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

მინდიაშვილი: ეკლესიამ თვითონ უნდა მიხედოს ოდესმე თავის თავს, დაუშვებელია მთელი ქვეყნის ჭორიკნებად გადაქცევა

რატომ ხალისობთ სასულიერო პირების ჩანაწერებით საერთოდ არ მესმის, რატომ ავრცელებთ ამ უკანონოდ მოპოვებულ მასალებს. სახელმწიფო პასუხისგებაში უნდა აძლევდეს ჯაშუშ, პედოფილ, მოძალადე სასულიერო პირებს, რასაც არ აკეთებს და ეს უნდა იყოს აღშფოთების საფუძველი – სხვა დანარჩენი არის კონკრეტული ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმა, რასაც ბოლო დღებია, ზოგიერთი მედიაც შეუერთდა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

მესმის, რომ ყველა ზღვარს არიან გადასული, მაგრამ ეს ფაილები და მათი გასაჯაროება, მათზე, მათ პირად ცხოვრებაზე ჭორაობა, სიცილ-კისკისი, მორალური შეცხადება რანაირადაა დაკავშირებული საჯარო ინტერესთან, კანონის უზენაესობასთან? არ შეიძლება ამას აკეთებდეს არც მედია და არც ჩვენ უნდა ვაძლევდეთ თავს ამის უფლებას, იმიტომ, რომ მღვდლისა თუ ეპისკოპოსისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყვნენ ისინი, საერთო ადამიანური ღირსება არავის ჩამოურთმევია. ბევრი რამ, რაც ახლა ხდება ცნობილი, რაც ამ დღეებში გასაჯაროვდა, არის მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.

რეალურად შემაძრწუნებლი ამ ამბავში არის სახელმწიფოს მიერ  უამრავი მოქალაქის, ჩვენს წინააღმდეგ, მედიის, ადვოკატების, არამთავროებოების, უმცირესობების, სასულიერო პირების, უფლებადამცველების, ოპოზიციონერების, დიპლომატიური სამსახურების, საკუთარი მოხელეების წინააღმდეგ ჩადენილი კოლოსალური, უპრეცედენტო დანაშაული. ეკლესიამ თვითონ უნდა მიხედოს ოდესმე თავის თავს. დაუშვებელია მთელი ქვეყნის ჭორიკნებად გადაქცევა, გულისამრევია

წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

იტვირთბა....