პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გავრცელებულ ფაილებთან მიმართებით გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ხომ არაა შესაძლებელი ამაში ჩართული იყოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
“პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არაა შესაძლებელი თეორიულად, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სუს-ში, წვდომა ჰქონდა ძალიან დიდ ინფორაციაზე და წვდომა ჰქონდა მოსმენების სამსახურზე”,- ამბობს ღარიბაშვილი.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

