aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 328 ლარს გაუტოლდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეორე კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი 177,9 ლარით, ანუ 15,5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077 ლარი, ხოლო კაცების — 1 560 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153,6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში — 207,6 ლარი. საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214 ლარით გაიზარდა და 1 389 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177,4 ლარი, გაიზარდა 6,5%-ით) დარგებში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მხოლოდ დაქირავებული პირები არიან ჩართულნი, ანუ ისინი, რომლებსაც ხელფასი ერიცხებათ. შესაბამისად, გაანგარიშება არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულებს და მათ შემოსავლებს.

გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის მოცულობა, ძირითად ხელფასთან ერთად, მოიცავს პრემიებს, დანამატებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ დამატებით ანაზღაურებას.

სტატისტიკის სამსახური ინფორმაციის წყაროდ საწარმოთა და ორგანიზაციათა გამოკვლევას იყენებს, რომლის ფარგლებშიც, 15 ათასზე მეტი დაწესებულებიდან ყოველკვარტალურად გროვდება შესაბამისი მონაცემები. გამოკვლევა ფარავს როგორც ბიზნესსექტორს, ისე არაკომერციულ დაწესებულებებს, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს

იტვირთბა....