aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შაქარიშვილი: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას LGBT პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით

ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე სახალხო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით.
მოსახლეობის უმრავლესობის ნება კანონში უნდა აისახოს, უნდა დასრულდეს უხეში მცდელობები, თავს მოგვახვიონ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი იდეოლოგია.
ეს სამართლებრივი გზა აირჩიეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ერთ-ერთი მაგალითია უნგრული მოდელი, რომლის უპირველესი მიზანია ბავშვთა და მოზარდთა ცნობიერების დაცვა აგრესიული პროპაგანდისგან.
ამ მოდელით სამართლებრივად არის დარეგულირებული LGBT თემასთან დაკავშირებული მასალების და ინფორმაციის გავრცელება/ხელმისაწვდომობის საკითხი.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს LGBT პრაიდის მომხრე 14 პოლიტიკური პარტია, რომლებიც გარე ძალებთან ერთად ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს, აუცილებელია, ხელისუფლებამ დაიცვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება!
ხელმოწერების შეგროვების პროცესი წარიმართება ჩემს საარჩევნო შტაბებში: შარტავას 35/37 და სოფელი დიღომი, დავით სარაჯიშვილის 50.
კამპანია გაგრძელდება არჩევნების შემდგომაც და მთავრობას ხელმოწერები წარედგინება პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....