ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კუბილიუსი: თუ ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, მაშინ იქნება EU-ს ზეწოლა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილისიუსი აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად ევროკავშირი ზეწოლას გააძლიერებს. ამ განცხადებას  მთავარი არხი ავრცელებს.

“ჩვენ გვსურს ვიხილოთ შემდეგი, ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ ქართული ოცნება ამ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ დააგროვებს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული.

რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. 2019 წლის შემდეგ, როდესაც მე ვიყავი საქართველოში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შანსი, რომ საქართველო ამ კრიზისიდან გამოგვეყვანა. ჯერ იყო გასული წლის 8 მარტის შეთანხმება, შემდეგ-2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, მაგრამ ორივე შემთხვევაში წარუმატებლად დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველო ბევრს კარგავს პროევროპულ გზაზე. ეს ქვეყანა ადრე ლიდერი იყო, ახლა კი ლიდერია პრობლემების რაოდენობით”,- წერია განცხადებაში.

ანდრიუს კუბილიუსი, ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოშ დაბრუნება ამ ეტაპზე კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

“ამ კონფლიქტის მოგვარებას სჭირდება ძლიერი ლიდერები და ქართველების გაბედულობა, რადგან ამ გზის გაგრძელება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სწორედ ეს ვუთხარით მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ მას სურვილი აქვს სამშობლოში დაბრუნების, მაგრამ მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს”,- ამბობს  კუბილიუსმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ხუხაშვილი: მე გახარიას სიის ხუთი წევრის ადგილზე კოლექტიურ სარჩელს შევიტანდი კობახიძის წინააღმდეგ

კობახიძე: არ ვიცი ვინ არიან „გლდანის ვოლკები”, მე ვიცი, ჩვენი კოლეგაა ვოლსკი

კალაძე გახარიას “ნარკომანობაზე”: ირაკლის ჰკითხეთ, მე არ ვიცი

გოლეთიანი-ნამახვანჰესზე : პოპულისტურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, აი აბა მიდი, პასუხი აგე ძმაო ან ვისი პასუხისმგებლობაა

Keti Metskhvarishvili

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

Martian

თაბაგარი ჰარვარდს: გთხოვთ, გადაიფიქრეთ ღარიბაშვილის მოწვევა, ის ჰომოფობიას ავრცელებს