aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სტეფანე მასთან დაპირისპირებულ მღვდლებზე: კრიმინალები… მოეკითხებათ პასუხი ყველას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს, რომლებსაც მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ შეუჩერა, ამჯერად ეკლესიიდან განკვეთით ემუქრება.

“მათ, როგორც ბერებს, აღარ ველაპარაკებით. მათთან იქნება საუბარი მხოლოდ როგორც კრიმინალებთან. მათი სახელები მამებით და საეკლესიო სახელებით დასრულდება ძალიან მალე. განვკვეთავ, კი, ჩვეულებრივი ერის ხალხი იქნებიან და ამ ერის ხალხის დონეზე მოეკითხებათ პასუხი ყველას. კიდევ ვინც გაბედავს ასეთ რამეს, ყველას გაეცემა კანონიკური პასუხი”,- ამბობს მეუფე სტეფანე.

გუშინ, სალხინოში, ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლასთან მიტროპოლიტ სტეფანეს სასულიერო პირები დახვდნენ და მისგან პასუხები მოითხოვეს იმ ჩანაწერებზე, რომელიც მასთან დაკავშირებით სუს-ის ფაილებშია.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

იტვირთბა....