aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლია: ის, რაც კობახიძემ გაბედა და დიანაზე თქვა, აჩვენებს მათ სრულ ისტერიას… გარყვნილები თქვენს კარზე მოიკითხეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში  ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე დიანა ტრაპაიძეს გარყვნილს უწოდებს.

“ჟურნალისტიკის სინდისია ჩემთვის დიანა ტრაპაიძე. ყველაზე ღირსეული, ყველაზე მართალი და ყველაზე მაგარი, ვისთანაც კი ჩემმა პროფესიულმა და პროფესიის მიღმა ცხოვრებამ შემახვედრა.

ის კი, რაც წეღან ირაკლი კობახიძემ გაბედა და დიანაზე თქვა, აჩვენებს მათ სრულ ისტერიას და ბოლო ჟამის ზღვარგადასულობას.

დიანას ჩემი გამხნევება არ სჭირდება, მაგრამ მასზე კობახიძის სამარცხვინო თავდასხმამ დამარწმუნა, რომ სახელისუფლებო პარტიამ სახე საბოლოოდ დაკარგა, სახეც…ნამუსიც და რეალობის შეგრძნებაც.

თქვენ წახვალთ, გაქრებით, დიანა კი სულ იკაშკაშებს, ქართული მედიის სინდისი იქნება სულ და ზუსტად ვიცი, იქნება ისეთი მართალი და ყველაზე საუკეთესო. როგორიც აქამდე იყო. მეამაყება ,რომ დიანას კოლეგა მქვია და მასთან ერთად ვმუშაობ, აგერ უკვე რამდენი წელია. ქართული ოცნებიდან -ქართულ ბოღმად გარდაქმნილო სახელისუფლებო პარტიავ, გარყვნილები თქვენს კარზე მოიკითხეთ!!!!!

უამრავი გყავთ”,- წერს ჟურნალისტი.

იტვირთბა....