aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია: პირობას ვდებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სუს-ს გავაუქმებთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერობის ენმ-ის კანდიდატი, ნიკა მელია პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ მე და ჩემი გუნდი, მე და ჩემი მეგობრები, პარტნიორი პარტიები გავაკეთებთ, გპირდებით, რომ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიის გაუქმება. ეს უდაოა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, მიუხედავად მისი სახელისა, კუდი იქნება, სუსი, კუდი თუ ჯანდაბა, გაუქმდება და არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ. არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელით თქვენ გერჩით და გაშანტაჟებთ.

ეს მოხდება 100%-ით. მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს, მივაღწევ მეგობრებთან ერთად. ამის გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება”,- ამბობს მელია.

იტვირთბა....