aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია კობახიძეზე: რას ნიშნავს გარყვნილები, რა ტიპის შეფასებაა ეს?

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი არხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასება მათზე “რას ნიშნავს. გარყვნილები?”. ამის შესახებ გვარამია ფორმულას ეთერში საუბრობს.

“დიანა რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ვერაფრით ვხვდები. დააკვირდით, რას ამბობს ღარიბაშვილი ჩემზე და სხვებზეც – გარყვნილები. ეს სიტყვა აქვს აჩემებული. რას ნიშნავს გარყვნილები? ეს პოლიტიკური შეფასებაა თუ რა არის? ამორალურები გავიგე, ბოლშევიკებს რომ გვეძახიან, გავიგე, გარყვნილები რა ტიპის შეფასებაა. თუ რამე გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი და შესაბამის დასკვნებს აკეთებთ?  დღეს ირაკლი კობახიძემ იგივე თქვა”,- ამბობს გვარამია.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა პირადი ცხოვრების კადრებისა და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. მდინარაძემ სუს-ის მასალები გავრცელებას “ბოლშევიკური კამპანია” უწოდა.

ამის შემდეგ დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა:

“როგორც ჩანს, ბატონი მამუკა  მდინარაძე ამზადებს ალიბის პირადი ცხოვრების კადრების გამოსაქვეყნებლად. თუ ეს 2012 წლამდეა გადაღებული,რაში სჭირდება თვითკომპრომატის გამოქვეყნება ნაცებს? თუ 2012-ის შემდეგ, მაშინ რა შუაში არიან ნაცები ან სხვები, თქვენს დროს გადაღებულზე ხომ თქვენი პასუხისმგებლობაა? მოკლედ,ერთ შემთხვევაში გავრცელებაზე იქნებით პასუხისმგებელი და მეორეში გადაღება-გავრცელებაზე”

ცოტახნის შემდეგ კი ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე და მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია “გარყვნილი ადამიანებად” მოიხსენია.

იტვირთბა....