aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მშვილდაძე: შემოუთავაზებიათ, რომ ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მომაწვდიდნენ

ორი ვერსია შეიძლება იყოს განხილული, რაკი სტაბილურად გამოდის ინფორმაცია სუსიდან, შესაძლოა მოლოდინი აქვთ, რომ კიდევ რაღაცა გავრცელდეს და წინასწარ თავი გადაიზღვიეს, დააბრალეს ნაციონალურ მოძრაობას, მეტი ხო არაფერი იციან… მეორე ვერსია, რომ თვითონვე აპირებენ ისეთი რაღაცეების გამოშვებას, რაღაც კადრების, რომლითაც რაღაც დისკრედიტაცია შეიძლება მოხდეს, უფრო კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ. მამუკა მდინარაძემ საეჭვოდ ახსენბა სიტყვა “შინაარსი”. ჩვენ გაგვიგია ძალიან ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების შესახებ. მე მიმიღია ასეთი შემოთავაზება, რომ მომაწვდიდნენ ძალიან ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რომელზეც მე პირადად ყოველთვის უარს ვამბობდი. ამას არ ვაპირებთ. ეს რომ შედიოდეს ჩვენს გეგმებში აქამდე გვექნებოდა გაკეთბული. თუ ეს კადრები გაავრცელეს ეს იქნება ხელისუფლების გაკეთებული, იმიტომ რომ ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის პირადი ამსახველი მასალის მოწოდება, დიდი ხანია გვქონდა მედიებს და ამას არ ვაკეთბთ, იმიტომ, რომ არ ვკადრულობთ.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ მიშა მშვილდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

იტვირთბა....