aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრაპაიძე კობახიძისგან შეურაცხყოფაზე: მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

TV პირველის ტელეწამყვანი, დიანა ტრაპაიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა. ამის შესახებ ტრაპაიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

“განსაკუთრებული მნიშვნელობა აკისრია პარლამენტს. პარლამენტარი, ყოფილი სპიკერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ დროს უნდა ითხოვდეს დამნაშავეების დასჯას, იდენტიფიცირებას. ინსტიტუციების ხელმძღვანელების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა საუბრობდეს და არ უნდა დასდევდეს სოციალურ ქსელში ნებისმიერი ჟურნალისტის, თუნდაც მისთვის მიუღებლის სტატუსს, რომლის ინსპირაციაც მისივე თანაგუნდელი, მამაკა მდინარაძე გახდა, რომლის ბრიფინგსაც მე კონტშერკითხვებით გამოვეხმაურე. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ბევრი ვიფიქრე როგორ მეპასუხა და, მოდით, მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ”, – განაცხადა ტრაპაიძემ.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა პირადი ცხოვრების კადრებისა და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. მდინარაძემ სუს-ის მასალები გავრცელებას “ბოლშევიკური კამპანია” უწოდა.

ამის შემდეგ დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა:

“როგორც ჩანს, ბატონი მამუკა  მდინარაძე ამზადებს ალიბის პირადი ცხოვრების კადრების გამოსაქვეყნებლად. თუ ეს 2012 წლამდეა გადაღებული,რაში სჭირდება თვითკომპრომატის გამოქვეყნება ნაცებს? თუ 2012-ის შემდეგ, მაშინ რა შუაში არიან ნაცები ან სხვები, თქვენს დროს გადაღებულზე ხომ თქვენი პასუხისმგებლობაა? მოკლედ,ერთ შემთხვევაში გავრცელებაზე იქნებით პასუხისმგებელი და მეორეში გადაღება-გავრცელებაზე”

ცოტახნის შემდეგ კი ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე და მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია “გარყვნილი ადამიანებად” მოიხსენია.

იტვირთბა....