ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე ნიკა გვარამიასა და დიანა ტრაპაიძეს გარყვნილ ადამიანებს უწოდებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს  “გარყვნილ ადამიანებს” უწოდებს. კობახიძე მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიასა და TV პირველის ტელეწამყვანზე, დიანა ტრაპაიძეზე საუბრობს.

“ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი და ამის შემდეგ პარტიული ტელევიზიების ორმა წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქმნიან ალიბის ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მათ გასცემს საკადრის პასუხს. ის ყველაფერი არის, რაც ჩვენ ვიცით, აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად, ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გვარამიას და ნათია ტრაპაიძის მხრიდან პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის ნაცმოძრაობის მხრიდან დაგეგმილი”,- ამბობს კობახიძე.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

იტვირთბა....