ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სტეფანეს ეპარქიაში დაუპირისპირდნენ

მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში,  წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.

“მრუშო, მატყუარა” სუს-ის მასალების გავრცელების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“მეუფე კი არა არაკაცი ხარ შენ, ძალადობაზეც გადმოდიხარ, ხომ? ჭყონდიდის კათედრა ვერ აიტანს უღირსს, უღმერთო, მრუშ, მოძალადე სასულიერო პირს, მით უმეტეს მიტროპილიტს. რა გინდათ, საიდან მოდიხართ, რა რჯულის ხართ? ქრისტეს გწამთ საერთოდ? კრიმინალური საუბარიც შეგიძლიათ, ამის თქმას ცდილობთ? ქრისტიანებო, გთხოვთ, გამოფხიზლდით! ერო, გამოიღვიძე!!! დროა!!!”,- ისმის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

იტვირთბა....