[su_quote]ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ზუსტად პასუხობს სწორედ სიღარიბის დაძლევას და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. თითოეულმა უწყებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა სწორი განვითარების გეგმა, ხედვა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავაგრძელებთ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, მათ შორის ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები აქტიურად და ამას გავაგრძელებთ, რათა ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად. ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში ჯამურად მთავრობა და კერძო სექტორი ერთად, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით. ადგილობრივი წარმოება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, რამდენიმე მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბევრი მიწა დამუშავდა და ახალი საწარმოები შეიქმნა. ჩვენ ახლა ვგეგმავთ 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას, მოვახდინეთ იმ დარგების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა დაფინანსდეს და წახალისდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით და მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვვარაუდობთ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში. სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები. ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და ჩვენი ქვეყანა გახდეს რეალურად თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.