aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

სააკაშვილი ფაილებზე: ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი ჰყავს – ივანიშვილი

ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის - ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის, განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და იქიდან გადმოიტანა, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით, და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა, მე ვარ ამის მოწმე, ქართული ეკლესია და ყოველთვის პატრიარქის პირადი მტერი იყო, მე ვარ ამის მოწმე, არაერთხელ.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ და აქედან წარმოდგა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება

-აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გავრცელებულ ფაილებზე საუბრისას.

იტვირთბა....