[su_quote] საქართველოში სახელმწიფო საიდუმლო თურმე არც არსებობს. ერთი საწყალი პროვინცია ვართ. ვერც იმას მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო და უსაფრთხოების სამსახური გვქოდნეს სერიოზული და საქმიანი და ვერც იმას შევეგუეთ, რომ ადამიანებს სექსი აქვთ, რაც უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს ყველა წესითა და რიგით. ცხვირი პირბადეში ვერ ჩაგვიყვია, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში კი აქტიურად ვიქექებით.
შეგვიძლია ვიცხოვროთ ასე – უკიდურეს სიღარიბეში, რუსეთის შორეულ პროვინციაში, სადაც სექსი აკრძალულია, თუმცა, მაინც ყველას აქვს და ერთადერთია, რასაც მალავენ.
ყველას უკანონოდ გვისმენენ და აბსოლუტურად დაუცველია ეს მათი უკანონოდ შეგროვებული ინფორმაცია. სამაგიეროდ, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს ვახარჯავთ მილიონს, ოღონდ დევნის ფუნქცია არ აქვს და რასაც გამოიძიებს ჯახირით, პროკურატურა იმასაც თაროზე შემოდებს ხოლმე.
აი, ასეთი საცოდაობა გვაქვს სახელმწიფოს ნაცვლად. რუსეთმა კი უკვე დიდი ხანია დაგვიპყრო, დიდი ხანია ყველაფერი იცის, რაც სჭირდება და არ სჭირდება. რუსეთიც მიხვდა, რომ ფიზიკური დაპყრობა და ომი სულაც არაა საჭირო ისეთი ბანძი პროვინციის დასამორჩილებლად, როგორიც ჩვენ ვართ. ევროკავშირს ხომ ისედაც თავზე გადავახიეთ შარლ მიშელის დოკუმენტი.