“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს და ამბობს, რომ ეს არ გაკვირვებია და მეტიც, ეჭვი არ ეპარება, რომ მასაც უსმენენ, თუმცა პრობლემა არ აქვს.
“დარწმუნებული ვარ [რომ მისმენენ], თუ მოგვისმენენ და გაითვალისწინებენ, რასაც ვლაპარაკობთ, სულაც არ ვიქნებით უკმაყოფილოები. არანაირი პრობლემა არა მაქვს, მისმინონ. ერთადერთი თხოვნა მექნება, თუ მოგვისმენენ, თან გაითვალისწინონ ის რაღაცები, რასაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ”,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში.
დღეს გავრცელდა მასალებში, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდა, საუბარია მაღალი სასულიერი იერარქების პირად ცხოვრებაზე, ჟურნლისტებთან მათ ურთიეთობებზე და ა.შ.