თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების შედეგად დაჭრილია 3 პირი.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.