ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაღმაიძე: ცუდია, თუ უკანონო მოსმენები სიმართლეა, კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებასთან დაკავშირებით ამბობს რომ თუ ეს ფაქტი მართალია “ცუდია”

“ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.

ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.

ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ”,- წერს ჯაღმაიძე.

იტვირთბა....