ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე იაკობი სუს-ის ფაილებზე: ნებისმიერი მისმენდეს, მიყურებდეს, პრობლემა არ მაქვს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებაზე ამბობს, რომ პრობლემად არ მიაჩნია, მას თუ უსმენენ და უთვალთვალებენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“ვინც ჩამომითვალეს, ყველას ვიცნობ და მასეთი რამე გამორიცხული მგონია. ვიღაცა შეიძლება, რაღაცა ჭორს აგორებდეს, არ ვიცი.

მე არ მაღელვებს, მისმენდნენ. ჩემები კი არა, ნებისმიერი მისმენდეს, მიყურებდეს, პრობლემა არ მაქვს, იმიტომ, რომ მთავარია ღმერთი მიყურებს, ვიცი. პირადად მე თუ მიყურეს და მითვალთვალეს, პრობლემად არ მიმაჩნია

სუს-ის თანამშრომელი თუ არის, მაგი ისეთი სამსახურია, სუს-ის თანამშრომელი მასეთ რამეს არ ავრცელებს

⁠მაგალითად პოლიტიკური პარტიების იმიდან, არეულობა უნდათ და ეკლესიაში მაგით არეულობას ვერ შემოიტანენ”,- ამბობს იაკობი.

ცოტახნის წინ სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა ფაილები, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში უთვალთვალებენ და აყურადებენ სინოდის წევრებს.

იტვირთბა....