[su_quote]არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვიცით და გვჯერა, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ეს არჩევნები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები. ხალხი მართლაც დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით და ყოველ წელს ეს პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს ქვეყანაში.
ჩვენ, ყველამ ერთად, როგორც მთავრობამ ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მთავარ საქმეზე, იმ მთავარ პრობლემებზე, გამოწვევებზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ასე, რომ კიდევ ერთხელ სრული მობილიზება უნდა გავაკეთოთ, მშვიდად ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

