ახალი ამბები მთავარი სამართალი

კირკიტაძის ძმა ხულიგნობის და სხეულის დაზიანების ფაქტზე დააკავეს

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ექს-გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმა მუქარის, ხულიგნობის და განზრახ სხეულის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

როგორც შსს-მ სააგენტო „მეტრონომს“ განუცხადა. კირკიტაძის ძმა შემდეგი მუხლებითაა დაკავებული:

“120-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, 239-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით – ხულიგნობა და 151-ე მუხლი – მუქარა”- განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....