“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება.
ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
“ რადიკალური ოპოზიცია არ მუშაობს ველზე, საარჩევნო თემებზე არ ხარჯავს ლეგალურ ფულს, სხვა ფულზე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ. არც ერთ ე.წ. ივენთს არ ატარებს, რაც როგორც წესი, სხვა შემთხვევაში დაკავშირებული იყო ხოლმე საარჩევნო აქტივობებთან. მხოლოდ ტელევიზიების საშუალებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიებს და ეს კამპანია ძირითადად, მიმართულია იმ ნეგატივზე, რომელიც აგებულია “ფეიკებზე” და ცდილობენ წინასწარ დაალაგონ მიმართულება, თითქოს ხდება ისეთი რამ რაც არჩევნების ლეგიტიმაციას აყენებს სააფრთხის ქვეშ. სხვა მიმართულება არ აქვთ. მათი მხრიდან არავინ საუბრობს, რა პროექტებს განახორციელებენ გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ უბანში,რა პროექტებს განახორციელებენ თბილისში, რა პოლიტიკა ექნებათ იმ მიმართულებით, რითაც არჩევნები ტარდება. ისინი საუბრობენ მხოლოდ ე.წ რეფერენდუმზე და მათი არც ერთი აქტივობა არ უკავშირდება საარჩევნო შედეგებსა მიზნობრიობას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ლოგიკა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განავითაროს არის ის, რომ ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისვის, არამედ მომდევნო დღისა და არეულობისთვის, სამწუხაროდ. თუმცა არც ეს გამოუვათ, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში არ გამოუვიდათ”- აცხადებს მდინარაძე.