ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია სააკაშვილზე: მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი

[su_quote]რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლას, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ მართლაც გადამწყვეტი პერიოდია სახელმწიფოსთვის 2 ოქტომბერს, ჩემი ღრმა რწმენით განისაზღვრება მომდევნო 10 წლის ბედი ამ სახელმწიფოსი. როდესაც ხარ ამაში დარწმუნებული და ქვეყნის მიღმა, რა თქმა უნდა, გექნება სურვილი, რომ ჩამოხვიდე. მე მაგალითად მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი.

მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი. დიახაც, არ მიეცეს იოტისოდენა შესაძლებლობაც კი “ქართულ ოცნებას” პროვოკაციის მოწყობის და დესტაბილიზაციის დაბრალების შესაძლებლობა “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით. ეს აქტი იქნება ხაზგასმით მშვიდობიანი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მთავარია ჩვენ მორალურად წელში გამართულები ვიყოთ, არ მივცეთ ოლიგარქს თითის გამოშვერის შესაძლებლობა[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....